როგორც ოჯახის წევრი

Posted on February 24, 2012 by

0


ფილიპ კორნელისონი

ერთ თვეზე მეტია საქართველოში ვარ. კარგად ვარ ინტეგრირებული ჩემს ოჯახთან(რომელიც მართლაც გასაოცარია). მყავს ორი მასპინელი ძმა, 14 და 17 წლის, მასპინძელი მშობლები და ბებია. უფროსი ძმა ინგლისურად კარგად საუბრობს. უმცროსს ესმის, თუმცა ძალიან მორცხვია და სწორედ ამიტომ ინგლისურად მაშინ ვსაუბრობთ, როცა მარტო ვართ.  უცნურია გყავდეს ძმები, როდესაც იზნრდებოდი ოჯახში, სადაც ქალბატონები დომინირებენ (ჩემს დიდ ოჯახში7 ბიჭი ვართ  და 14 გოგო, თუ არ ჩავთვლით ბოლო დროს შემომატებულ წევრებს). ერთი უმცროსი და მყავს, მაგრამ ჩვენი „ჭიდაობა“, თინეიჯერულ ასაკში,არასდროს ჰგავდა ნამდვილ შეჯიბრს, რასაც ვერ ვიტყოდი ჩემს მასპინძელ ძმებზე. უმცროსმა ძმამ თითქმის სცემა უფროსი, მეორე დღეს უფროსმა დაამტკიცა , რომ ძალიან ძლიერია და დაარღვია „მორჩილება“.  ბიჭები არ იცვლებიან.

გურიის პატარა  სოფელში, ზემო ნატანებში, გამანაწილეს. ჩემს სკოლაში ასამდე მოსწავლეა, კლასში 5 დან 12 მდე. როგორც ყველა TLG  მოხალისე, მეც მხოლოდ პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ვასწავლი. ჩემს ოჯახს დიდი ფერმა აქვს. როგორც ჩანს, საკმაოდ მდიდარი ტერიტორიაა.  მაქვს კარგი ინტერნეტი, ორი (დიახ ორი) დასავლური ტიპის ტუალეტი სახლში და  წყლის გამაცხელებელი. ერთადერთი უარყოფითი მხარე ჩემი სიტუაციის გახლავთ ის, რომ ძალიან რთულია როგორც შესვლა, ისე გამოსვლა სოფლიდან. ( აგრეთვე, არც ისე ბევრი საინტერესო ადგილია სასეირნოდ, მხოლოდ სახლებით გაფორმებული ქუჩები). აქ მხოლოდ რამდენიმე სამარშუტო ტაქსია. ისინი ქალაქს დილით 9:30 – ზე ტოვებენ და ბრუნდებიან 1:30–ზე. ქალაქი მხოლოდ ორჯერ დავტოვე. პირველად ჩემს რეგიონალურ წარმომადგენელს შევხვდი ოზურგეთში,მეორედ TLG  ს სხვა  მოხალისეებს ზუგდიდში. მასპინძელმა მამამ გამაცილა და დამხვდა მთავარ გზაზე ზუგდიდში მოგზაურობის დროს.  მასპინძელი დედა ძალიან კარგად მივლის და შესანიშნავი ქართველი მზარეულია. ხაჭაპური რეგულარულად გვაქვს, აგრეთვე აკეთებს არაჩვეულებრივ პურს, რომელიც ძალიან გემრიელია ხორცთან და კარტოფილის სუპთან.

სკოლა ყველანაირად ეცადა, რომ ჩემს ახალ სამსახურში თავი ისე მეგრძნო, როგორც საკუთარ სახლში.  ჩემმა დირექტორმა ერთერთ მასწავლებელზე იქორწინა და წუხელ საქორწილო სუფრა იყო. დარწმუნებული ვარ, სადღეგრძელოები ყველას ადრეც ბევრი მოუსმენია, თუმცა რამდენიმე ამერიკელისთვის ნამდვილად კარგი გამოცდილება იყო.ჩვენ შეგვიძლია ჩავალაგოთ საჭმელი და ბუფეტში წავიდეთ, მაგრამ გუშინდელი ღამე სულ სხვა იყო.  ვაკვირდებოდით როგორ მოვიდნენ ახალდაქორწინებულნი სახლში.  მამაკაცს არ გადაჰყავს ქალი ზღურბლზე,რადგან ერთად უნდა გატეხონ თეფში სახლში შესვლამდე. მჯერა, რომ ნამსხვრევენის რაოდენობა მათი თანაცხოვრების ბედნიერი წლების ოდენობის იქნება( 20 დიდი ნამსხვრევის დათვლა მოვახერხე,პატარების დათვლა შეუძლებელი იყო) . შემდეგ ყველა მეორე სართულზე ავედით და შამპანურით დავლოცეთ წყვილი.   უფრო სერიოზული საქმის დრო დადგა  . ყველა მიგვიწვიეს სუფრასთან, სადაც უკვე იყო : ხაჭაპური, საცივი, პური, ჩურჩხელა, ქართული ხილის გრაგნილი ( სახელი ვერ დავიმახსოვრე), ბურღული ( სახელი უცნობია) , მწვადი და უფრო მეტი ღვინო, ვიდრე ჯადოსნური ჯოხის დაქნევით შეიძლება გაჩნდეს. აგრეთვე, მინდა გაცნობოთ, რომ ქართული ლიმონათი არ ჰგავს ამერიკულს. ეს არის ხილით არომატიზირებული გაზიანი სასმელის ბრენდი (მსხლის განსაკუთრებულად კარგია) .

საკმარისია საკვების შესახებ, რაც შეეხება კითხვას „მაგრძნობინეს თუ არა მათ თავი როგორც საკუთარ ოჯახში“, მოხარული ვარ რომ მკითხეთ. ვიყავი საცეკვაო მოედანზე (გარეთ იყო, შესაბამისად მტვრიანი და ქვიანი) .  ვეცეკვებოდი ჩემს ერთ-ერთ მეექვსეკლასელს, დატრიალების დროს ფეხი წამოვკარი ქვას, ვეცადე წონასწორობის შენარჩუნებას და შევეჯახე პლატფორმას, სადაც ახალდაქორწინებული წყვილი იყო და თავით დავეჯახე ერთერთ PA სპიკერს. დავარტყი მუხლი, თავზე კოპი დამაჯდა, შარვალი და პერანგი დავისვარე. ყველა ჩემს დასახმარებლად გამოიქცა, შევყევი ვიღაც ხალხს სახლში და ჩემი მასპინძელი დედა გამომეკიდა. თავზე სველი ტილო დამადეს და თავის ტკივილის მოსახსნელად ტკივილგამაყუჩებელი დამალევინეს. ჩემმა მასპინძელმა დედამ  დაიჟინა სახლში წავსულიყავით. 45 წუთის განმავლობაში ვეწინააღმდეგებოდი, სანამ ხმამაღალმა მუსიკამ თავი უფრო არ ამატკია. სასიამოვნო იყო იმის ცოდნა, რომ მყავდა დედა რომელიც მხარში მედგა (ამას არ ვამბობ ჩემი ნამდვილი დედის საწყენად და ვიცი რომ წამში შეხტებოდა თვითმფრინავში, რომ დამჭირვებოდა). მიხარია , რომ ვარ ამ ოჯახის ნაწილი და არ ვარ მარტო.

ინგლისურად

Posted in: Host Family