მუდმივი მეგობრობა

Posted on February 25, 2012 by

0


რალი ნაზი

დიდი ხნის წვალების შემდეგ, ძლივს ჩამძინებოდა. ამასობაში კი,  ჩემს გვერდით მსხდომი ორი გოგონა გულიანად საუბრობდა და ხითხითებდა. უცებ  თვალებზე დამეფინა გაშლილი, პერუდან ჩამოტანილი ქუდი და ნიკაპი სქელმა წვერმა დამიფარა. ბორტგამცილებლის ხმაზე გამომეღვიძა, მან საჭმელი მომიტანა. გამოვფხიზლდი და  შევეცადე, გოგონებს გავსაუბრებოდი. ისინი  იცინოდნენ და ერთმანეთს ართობდნენ. მეც მათ მხარეს შევტრიალდი და თავი წარვუდგინე. აღმოჩნდა, რომ ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ ტეხასიდან და მოგვიანებით,  ჩემი უახლოესი მეგობრებიც გახდნენ.

„ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ პროგრამა  ძალიან ბევრს ნიშნავს ადამიანებისთვის: შანსი, ასწავლო საზღვარგარეთ, პროფესიული განვითარება, შესაძლებლობა, გაუჩინარება, თავგადასავალი. პროგრამის ყველაზე ნაკლებად ცნობილი ხიბლი არის ის, რომ საერთო ინტერესებისა და შეხედულების მქონე ადამიანებს ერთ გუნდად კრავს. ყველა მათგანი ერთსა და იმავე „სამსჯავროზე“ მოხვდება. ეს განცდა მე  საორიენტაციო ტრენინგის დროს, ქართულის გაკვეთილზე დამეუფლა. სანამ ვცდილობდით, გამოგვეთქვა ბგერები „ყ“ და „წ“, დავუმეგობრდი გერმანელ და მალაიზიელ ჯგუფელებს და ტელეფონის ნომრებიც გავცვალეთ.

სემესტრის განმავლობაში, მეორე ჯგუფის მოხალისეები თითქმის ყოველ შაბათ-კვირას ერთად ვატარებდით. ჯერ რობისა და ეშლის ქართული ქორწილი იყო, რომელსაც ჰელოუინის საღამო მოჰყვა ზუგდიდის კინოთეატრში. ერთად აღვნიშნეთ ამერიკული მადლიერების დღეც მარტვილში და დღე ქართულ-ამერიკული სუფრითა და ფეხბურთით დავასრულეთ.

ფეხბურთის თამაშის სურათი

ჩვენი ზეიმი ადგილობრივმა ტელეარხმაც კი გააშუქა. კი,  ჩვენ ნამდვილად ასეთი ჩაცმულობა ავირჩიეთ.

როდესაც ერთად არ ვიყავით, მუდმივად ვურეკავდით ერთმანეთს და ვჭორაობდით, ვწუწუნებდით, რჩევებს ვაძლევდით და უბრალოდ, ვიცინოდით. „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ პროგრამა ყველა მოხალისეს აძლევს უფასო კორპორატიულ ტელეფონს. ვერც ჩამოგითვლით, რამდენჯერ გაგვეთიშა ტელეფონი ავტომატურად 30 წუთის საუბრის შემდეგ. ჩვენ ერთმანეთთან უერთიერთობით ვგრძნობდით მხარდაჭერასა და კომფორტს. სანამ  ქართული ტრანსპორტის სპეციფიკაში გავერკვიეთ,  ვისწავლეთ ძირითადი სასაუბრო ენა და შევეჩვიეთ საცხოვრებელ პირობებს ამ სწრაფად განვითარებად ქვეყანაში, იმაზე მეტად დავახლოვდით, ვიდრე ამას პროგრამის დასაწყისში წარმოვიდგენდით.

საქართველოში მეორე სემესტრის დროს, ჩვენი მეგობრობა კიდევ უფრო განმტკიცდა. აღმოვაჩინე, რომ ჩემი თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს ჩემს გერმანელ, პროფესიით იურისტ მეგობართან, ირლანდიელ არქიტექტორთან, კანადელ წყვილთან და მსოფლიოს სხვადასხვა  ქეყნიდან ჩამოსულ მოხალისეებთან ერთად ვატარებდი. მხოლოდ ამ პროგრამას შეეძლო, შეეკრიბა ასეთი მრავალფეროვანი ხალხი და დაემეგობრებინა ისინი.

სამწუხაროა, რომ ყველაფერ კარგს დასასრულიც აქვს. მიუხედავად იმისა, რომ  მე კვლავაც საქართველოში ვარ  „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ პროგრამასთან ერთად, უკვე ყველა ჩემი მეგობარი გაემგზავრა. იცით რა არის გასაოცარი? როდესაც საუბარი ცვლილებებს ეხება, ყველა ვთანხმდებით, რომ არც ერთი ჩვენგანი წინ არ შეცვლილა და არც ერთს ეს არ შეგვიძლია. ჩვენ, ერთად იმდენი წარმოუდგენელი ისტორია გადაგვხდა თავს, რომ ცხოვრების შეცვლა შეუძლებელია, როგორც არ უნდა ეცადო. იცით რა?  ეს არის სწორედ საუკეთესო ნაწილი.

ჩემი მოხალისე მეგობრები ამჟამად მთელს მსოფლიოში არიან დასახლებულნი. ჩვენ დავუბრუნდით ამერიკას, ინგლისს, ავსტრალიასა და კანადას. განვაგრძეთ სწავლება ჰონგ-კონგში, სამხრეთ კორეაში, თურქეთში, მექსიკაში, ალბანეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში. შევუდექით მუშაობასა და სწავლას ნორვეგიაში, მოროკოში, გერმანიასა და საქართველოში. ჩვენ ერთმანეთი არ დაგვიკარგავს.

ჩვენ ერთმანეთს სკაიპით ვესაუბრებით.

ჩვენ ერთმანეთს 9 საათიან შუალედებში ვხვდებით მიუნხენის აეროპორტში.

ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით ჩვენს საერთო ბინაში!

და ჩვენ ერთმანეთს შვებულებების დროს ვხვდებით!

ასე ვეწვიე ჰონგ-კონგში ჩემს ორ ჭორიკანა მეგობარს. როგორც კი დავაგემოვნეთ ქართული ღვინო (რომელიც შობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა გვაჩუქა), გავიხსენეთ საქართველოში ჩვენი თავგადასავლები და გავაცნობიერე ამ პროგრამის გავლენა ჩემს ცხოვრებაზე. მე ნამდვილად დავიწყე ქართულის სწავლა და ამ ქვეყნის ბევრ კუთხეს ვეწვიე. მე ნამდვილად მოვახდინე გავლენა ჩემს მოსწავლეებზე სწავლების ახალი მეთოდებით და ჩემი ამერიკული ინგლისურით. მე ნამდვილად უფრო დამოუკიდებელი და თავგადასავლების მოყვარული გავხდი. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და მოულოდნელი მაინც ის მუდმივი მეგობრობაა, რომელიც საქართველოში შევიძინე და არასოდეს გაქრება. მუდამ დავალებული ვიქნები ამ პროგრამის წინაშე, რომელმაც საუკეთესო და ყველაზე ახლო მეგობრები  შემძინა.

გაუმარჯოს მეგობრობას!

ინგლისურად

Advertisements