მოძრავი მატარებლის ფანჯრიდან

Posted on March 1, 2012 by

0


ნათან ბურნი

ერთ თბილ, ნათელ სექტემბრის დღეს, გამოვედი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიდან, ჩემი შეხედულება და სუნთქვა წააგავდა ადამიანისას, რომელიც ბოლო 3 დღის განმავლობაში დაეხეტებოდა ტყეში თავსხმა წვიმაში, გადადიოდა პატარა უბეებს, ჩახლეჩილხმიანი მსხვილი რქოსანი საქონლის მწყემსები მწყემსავენ თავიანთ ნახირს მთისწვერის მიმდებარე მდელოებზე და კიდევ უამრავი სპეციფიკური ლაშქრობა საქართველოში. მე გავიარე სოფელი მარელისი და გავემართე რკინიგზის სადგურისკენ, თუმცა ამ ხნის განმავლობაში მე არ ვიცოდი სად იყო ის, ან თუ იყო საერთოდ შევძლებდი მიმეღწია მატარებლამდე. რამდენიმე კეთილი მაღაზიის მეპატრონის დახმარებით ვიპოვნე სადგური, დავადექი ჩემს გზას ქართველების დახმარებით, უნდა მეშოვნა სამგზავრო ბილეთი, და ბილეთის დახედვისთანავე მივხვდი, რომ შევძელი მოვსულიყავი მხოლოდ 10 წუთით ადრე, სანამ დღის ერთადერთი დასავლეთის მიმართულებით მიმავალი მატარებელი ჩაივლიდა. მატარებელი მოვიდა და შვებამოგვრილი ჩავჯექი მატარებელში.დაიწყო ჩემი პირველი გამოცდილება ქართულ მატარებელზე. ვიპოვნე ადგილი თბილისელი კაცის გვერდით, რომელიც მიემართებოდა სოფელში, თავის ოჯახთან და არაჩვეულებრივად ლაპარაკობდა ინგლისურად. დრო ერთმანეთთად ლაპარაკში გაგვყავდა, ის მოხარული იყო ჩემთან საუბრით, განსაკუთრებით როდესაც  თემა ეხებოდა ანტი-რუსულ აზრებს. მატარებელი წინ მიიწევდა მთის გადასასვლელებით და ტყის გავლით, მდიდარი ზაფხულის ფერებით, მე გავიგონე რომ ჩემი მეგობარი არაჩვეულებრივად ფლობს რუსულ ენას და ამავდროულად როგორ არ ჰქონდა სურვილი გაეხსენებინა, როგორ დაკარგეს მან და მისმა ცოლმა ორი სახლი აფხაზეთის კონფლიქტისას, და მთელი ჩამონათვალი სხვა პრეტენზიებისა საქართველოს ჩრდილოეთ მეზობლისადმი. ეს გესლიანი კრიტიკა იყო ხაზგასმული მისი ჩამოხტომით მატარებლიდან ყოველი დიდი გაჩერებისას, რომ ეყიდა ჩემთვის კიდევ ერთი ქართული დელიკატესი: ხაჭაპური ხაშურში, რაღაც ტკბილი პული ხარაგაულთან ახლოს, სულგუნი და ნატახტარი სამტრედიაში. ბევრი ვეცადე დამერწმუნებინა, რომ არ მინდოდა საჭმელი, თუმცა მან დაიჟინა ეჩვენებინა ჩემთვის საუკეთესო ქართული სტუმართმოყვარეობა, რაც შესაძლებელი იყო მატარებელში.

სტუმართმოყვარეობის მწვერვალმა მიაღწია მაშინ, როდესაც მის გაჩერებას მივადექით, ჩემი გაჩერებიდან დაახლოებით 30 წუთი იყო დარჩენილი, მან დაიჟინა ნება მიმეცა მისთვის და მისი მამისთვის, წავეყვანე ლანჩხუთიდან სუფსაში, და როგორც ყოველთვის, როდესაც ქართველი კაცი რამეს ჩაიფიქრებს, უარი ვერ ვუთხარი. ჩვენ ჩავსხედით მის მანქანაში და გავუდექით გზას სუფსისკენ (სადაც მე ვცხოვრობდი იმ დროს), აღმოვაჩინე, რომ ამ კაცის მამა არის კარგად ცნობილი ქართველი მოგზაური მწერალი, რომელმაც დაწერა თავის მოგზაურობაზე სატვირთო გემზე სამხრეთ ამერიკის გარშემო. ჩემი აღფრთოვანება არ გამოუწვევია იმას , რომ შევხვდი ქართველ მწერალს, რომელმაც ეს შეხვედრა ღირსშესანიშნავად აქცია, არამედ  თუ როგორი მუდმივი შთაბეჭდილება დატოვა ჩემში მისმა სიტყვებმა.  მიუხედავად არეულობისა და სკეპტიკურობისა, თუ რატომ უნდა ჩამოვიდე მე საქართველოში, რომ დავიწყო მუშაობა დაბალხელფასიან სამსახურზე, მას ჰქონდა რაღაც ჩემთვის სათქმელი : „არასოდეს დართო ნება დღეს წავიდეს შენი გამოცდილების, შთაბეჭდილებების და მოსაზრებების ჩაწერის გარეშე, თქვენი აქ ყოფნის დროს. გონება ცვალებადია და ის შთაბეჭდილებები, რომლებიც ასე ნათლად ჩანს ახლა, გაქრება და დაიკარგება, მაგრამ წერილობით ინარჩუნებ მათ“. რაღაც დროით გავერთე ამ იდეალურ ყოველდღიურ ჩანაწერებზე, ამ სიტყვემა გამამაგრეს და სწორედ ეს სიტყვები გახდის ამ მატარებლით მგზავრობას ჩემთვის დაუვიწყარს.

მაგრამ ამ შეხვედრის უცნაურობა არ დამთავრებულა ამ სიტყვებით. ვფიქრობ, უნდა შევხვედრილიყავი ჩემს ახალ მეგობარს კიდევ ერთხელ, და ეს შეხვედრა შედგა რამდენიმე დღის შემდეგ. მე და ჩემი მასპინძელი ძმა წავედით ზღვაზე გრიგოლეთში, რათა გავქცეოდით ადრეული სექტემბრის შუადღის სიცხეს. რამდენიმე საათიანი მზის აბაზანების მიღებისა და გულიანად ცურვის შემდეგ, გადავწყვიტეთ სახლში დაბრუნება. რადგანაც რამდენიმე საათის განმავლობაში არ იქნებოდა პირდაპირი მარშუტკა გადავწყვიტეთ ფეხით დავდგომოდით გზას, იმ იმედით რომ გავაჩერბდით მიმავალ მარშუტკას, ან ვინმეს, ვინც წაგვიყვანდა. უიღბლო 15 წუთის შემდეგ, ვინ ისურვებდა ჩვენს წაყვანას თუ არა ჩემი ახალი მეგობარი მატარებლიდან. მან მანქანა გააჩერა, გამაცნო თავისი მეუღლე და კიდევ ერთხელ მომიწია მოულოდნელი მგზავრობა სახლისკენ. ამერიკის ერთ შტატზე უფრო პატარა ქვეყანაში, ნებისმიერი შანსი უბრალო შეხვედრისა შეიძლება გახდეს უფრო მეტი, ვიდრე უბრალო არაფრისმომცემი საუბრები, იმიტომ რომ შენ არასოდეს იცი, როდის გადაიკვეთება თქვენი გზები ისევ, და ის, თუ როგორ შეიძლებოდა გაზრდილიყო თითოეული თქვენგანის ცხოვრება იმ შეხვედრის ხარჯზე. მატარებელი კი ძალიან კარგი ადგილია ახალი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად.

ღამით მატარებლით მგზავრობისას ოზურგეთისკენ ყოველთვის ვმგზავრობ პლაცკარტით ან მესამე კლასით. ამ განყოფილებაში არის ექვსი ადამიანი, რომლებიც სავარაუდოდ არასოდეს შეხვედრია ერთმანეთს, სხედადნ ერთი მაგიდის გარშენო 8 საათის განმავლობაში. საუკეთესო გარემოა საუბრისათვის. შეხვედრების შანსი და ექსპრომტი საუბარი ასევე გაუმჯობესებულია ხალხის შერჩევით ვინც მგზავრობს პლაცკარტით. ხედავ ხალხის რიგებს, დაწყებული ახალგაზრდა ტურისტებიდან სამოგზაურო ჩანთებით მოგზაურებს საქართველოს გარშემო; ოჯახებს რომლებიც მიდიან ან ბრუნდებიან თავიანთი სოფლებიდან, დატვირთულები ლიტრობით სახლშიგაკეთებული ღვინით და ყველანაირი ხილით, რაც დამწიფებულა მათ მიწაზე; მოხუცი ქალები, რომლებიც ათრევენ ნებისმიერი მოსავლით ავსებულ ტომრებს, ხილს ან საქონელს, რომელიც მიჰყავთ თბილისში გასაყიდად და ამ ხალხის ყოველ საუბარს აქვს რიგი მოსაზრებების პოტენციალი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ქართველები არასდროს მალავენ თავიანთ მოსაზრებას, არ რცხვენიათ შეპირისპირების. ასეთი მატარებლით მგზავრობისას მე გამიგონია მწარე პოლემიკა მთავრობის წინააღმდეგ, მოგონებები იმაზე თუ როგორ დიდ საქმეებს იყვნენ მიჩვეულები (განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის დროს), იმ ცოტა ქართულით რაც ამ ხნის განმავლობაში ვისწავლე, საკმარისია იმისთვის რომ ეს ადამიანები ვაკრიტიკო. ერთ მაგიდასთან მსხდომებს შეგიძლიათ გქონდეთ გამოსავლის რამდენიმე განსხვავებული აზრი, არავისთან დათმოთ თქვენი შეხედულება ან არ გინდოდეთ დამალოთ, თუ რამდენად ძლიერად გრძნობთ გამოსავალს.

გარდა შემთხვევით შეხვედრებისა მიყვარს შეგრძნება და სიახლე მატარებელში ძილისა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელ მატარებლით მგზავრობის დროს ბევრი არ მიძინია. ერთ-ერთ ასეთი მგზავრობის დროს მე და TLG მოხალისეს არ გვინდოდა გაგვეღვიძებინა მძინარე ხალხი ჩვენს კუპეში, ამიტომ ვიპოვნეთ ადგილი კორიდორში სადაც ვიდექით ორ ვაგონს შორის მთელი გზის გაბნმავლობაში თბილისიდან ურეკამდე.  იმ ღამეს როდესაც ჩვენ ორმა საათები გავატარეთ ლაპარაკში და ბუნების ყურებაში, შემძრა იმ ყველაფრის ცირკულაციამ რასაც ვაკვირდებოდით. მიუხედავად იმისა, რომ მატარებელმა, რომელიც მიდიოდა სწორი ტრაექტორიით, მოგვატარა ქვეყნის ნახევარი, ეს მოგზაურობა დასამახსოვრებელი იყო ასევე განმეორებადი ცირკულაციით სადგურიდან სადგურამდე. როდესაც ვუახლოვდებოდით თითოეულ გაჩერებას,  ყოველი რკინიგზის გამყოლი მძინარედ დასეირნობდა თავისი ოთახიდან ჩვენს კორიდორამდე, გვიყურებდა, რამდენიმე სიტყვას ვეუბნებოდით ერთმანეთს დამტვრეული რუსულით ან ქართულით. გრძნობდა რომ მატარებელი ჩერდებოდა და ვაგონიდან გადაიხედებოდა იმისთვის, რომ გაეგო ვინმე ხომ არ ამოდიოდა ან ჩადიოდა. ჩვენს მიახლოვებას ყოველ სადგურთან ეგებებოდა ერთნაირი მატარებლის სინათლე; მატარებლის სადგურების ერთნაირი ყურებით, რომლებიც ერთმანეთისგან მხოლოდ ქართული წარწერით განსხვავდებოდა; და ერთნაირი შეგრძნებით, რომ ვუახლოვდებოდით სახლს და ახლოვდებოდა 9:30,  სწავლის დღის დასაწყისი.

ძირითადი მიზეზი რის გამოც ასე ხშირად ვმგზავრობ მატარებლით არის ამ ცირკულაციისა და არაპროგნოზირებადობის ნაზავი. მატარებლებით მგზავრობისას იცი სადაც მიდიხარ, როდის მიხვალ დანიშნულების ადგილამდე და აგრეთვე ყველა გაჩერების დრო გზის განმავლობაში. არსი იმისა, რომ ამ მატარებელს მიყავხარ შენთვის მნიშვნელოვან ადგილებში, ბორბლების მოძრაობა რომელებიც ტრიალთან ერთად მატარებელს არხევს და ახსენებს ყველა მგზავრს რომ ეს პროცესი მუდმივია.  ეს ისეთივე შეგრძნებაა რაც მოაქვს დაისს ან აისს, რომელიც გვახსენებს რომ დედამიწა ჯერ კიდევ ბრუნავს მათ მისაღწევად და ის , რომ ნებისმიერი ადამიანის საქმიანობა რაც  არ უნდა დიდი მოგვეჩვენოს არის „პატარა სიტყვა უსასრულო სამყაროში“ (რომ დავესესხოთ ჯეიმს ჯოისს), რომელიც არის ვარსკვლავების აპათიისა და ჩვენი პლანეტის მონათესავე ციურ მოძრაობაში. ეს პროგნოზირებადობა მოდის კონტრასტში გამოცდილების სხვა ნაწილების შემთხვევითობასთან. როდესაც მატარებელში ადიხარ შენ არ იცი ვის გვერდით მოგიწევს დაჯდომა და როგორი ურთიერთობა ჩამოყალიბდება თქვენს შორის. არ შეიძლება გამოიცნო რაზე ისაუბრებთ, რას შეჭამთ ან დალევთ, ან ბედის რომელი ბიძგი მოგცემს იმ კავშირს, რომელიც რამენაირად გამოგადგება მომავალში. ნაცნობის და უცნობის, მოსალოდნელისა და მოულოდნელის ასეთი გადაკვეთა მაღელვებს ყოველთვის როდესაც ავდივარ მატარებელში, განსაკუთრებით პლაცკარტით მგზავრობის დროს.

უპირატესობა რომელიც სხვა ტრანსპორტებთან მიმართებაში გააჩნია მატარებელს, არის შანსი ქართული ლანდშაპტებით ტკბობისა, მიუხედავად იმისა ისინი ვარსკვლავების შუქით არიან განათებული თუ მზის სხივებით. ერთ შაბათ-კვირას წავედი გორში TLG მოხალისეების სანახავად და გადავწყვიტე უკან დღის მატარებლით დავბრუნებულიყავი(იგივე ხაზით რომელზეც შევხვდი ჩემს ახალ თბილისელ მეგობარს). ეს მოგზაურობა იყო დიდთოვლობასთან დაკავშირებული ოთხდღიანი დასვენების ბოლო ნაწილი და შესაბამისად მთელ გზაზე იდო ახალი თოვლი. იქიდან გამომდინარე ,რომ ზაფხულში, შემოდგომაზე და ადრე ზამთარში იგივე მარშრუტი მქონდა, ვიფიქრე , რომ ხედი იგივე იქნებოდა, მაგრამ ჩემი მატარებლის ფანჯრიდან სრულიად განსხვავებული ხედი დავინახე. ქვეყანაში ჩემი მოგზაურობების დროს, აღვფრთოვანდი ამ ქვეყნის სიმდიდრით და ბაქარით. აღმოსავლეთის მშრალ კლიმატშიც კი სიცოცხლე ჩქეფს. შემოდგომამ მოიტანა ფერების სიუხვე და კონტრასტი. მაგრამ ის რაც  მე ამ მოგზაურობის დროს ვნახე, იყო არა ჩვეულებრივი ფერების სიუხვე, არამედ შემძვრელი შეუპოვრობა. ყველგან ჩემს გარშემო, მე ვხედავდი მიწის ისტორიას, რომელიც იბრძოდა გადარჩენისთვის, მოთმინებით იტანდა ყველაფერს, იმ დღის მოლოდინში, როდესაც ყინვას და თოვლს შეცვლიდა გაზაფხული.

მატარებელი ნელ-ნელა იტოვებდა უკან აღმოსავლეთის თოვლში მიმოფანტულ ხეებს, მთის წვერებს უძველესი სიხე-სიმაგრეებითა და ეკლესიებით, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში გაუძლეს ბუნებისა და ადამიანების შემოტევებს. ჩვენ გადავინაცვლეთ სამხრეთ კავკასიის მთიან გზაზე, რომელიც ჩრდილოეთთან შედარებით ფერმკრთალი, მაგრამ მაინც მაგიური და ამაყია. და ამ გზებზე მე ვუყურებდი წიწვოვან ტყეებს, რომლებიც მთის გარშემო ქმნიდნენ შარავანდედს, ზემოდან და ქვემოდან შემოსაზღვრულს გაშიშვლებული ფოთლოვანი ხეებით, რომლებიც იტანდნენ თოვლის სიმძიმეს, როგორც გვირგვინს, რომელიც უარს ამბობდა დაეთმო ის პროცესები, რომლებიც ასეთი საციცოცხლო მნიშნელობისაა მცენარეთა არსებობისთვის. როდესაც დაბლა ვიყურებოდი ვხედავდი წიფლებს, თავიანთი ყავისფერი ფოთლებით, რომლებიც გვახსენებდნენ წარსული ცხოვრების დიდებას და ამ წიფლებს შორის ვხედავდი ყვავილს როდოდენდრონს, რომელიც იყოფა ორ სახეობად ( პონტიკუმად ან კავკაზიკუმად ), რომლებიც მედგრად იდგნენ თოვლის წინააღმდეგ, რომელიც წვდებოდა მათ ყველაზე მაღალ ფოთლებს. მათში მე დავინახე მიწის სიჯიუტის მოთხრობის კულმინაცია. მცხოვრებნი მთების არასტუმართმოყვარე მიწაზე, როდესაც ამ რისკზე ძალიან ცოტა მცენარე მიდის, ისინი თავიანთ ფოთლებს მთელი წლის მანძილზე ინარჩუნებენ. მაშინ როდესაც მისი ახლო ნათესავები, იელი, მოცვი და ოჯახის სხვა წარმომადგენლებს ფოთლოვან ტყეებში ცვივათ ფოთლები, როდოდენდრომი ინარჩუნებს თავის სიმწვანეს, მიუხედავად იმისა რომ თოვლში დამარხვის წინააღმდეგ ბრძოლა უწევს.

მას შემდეგ რაც მატარებელი გამოვიდა მთებიდან ამბავი შეიცვალა.დაბლა ჩამოსვლასთან ერთად თოვლი უფრო და უფრო თხელდებოდა დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მინდვრებზე, რომელიც სანაპიროსკენ მიმავალი გზის ტრაექტორიის ნაწილი იყო. რაც უფრო ვუახლოვდებოდით სანაპიროს და ჩემს სახლში მისვლას, თოვლი უფრო და უფრო ალაგ-ალაგ გვხვდებოდა, ხაზგასმულს მოახლოებული გაზაფხულის ნიშნებით: თხილოვანი ტყის ყვავილები, თხმელის კვირტები, ჩიტების ჭიკჭიკი და სიმწვანის ქარაგმა რომელიც აავსებდა სუბტროპიკულ ლანდშაპტებს დაახლოებით ერთ თვეში. შეუპოვრობის ისტორიას, რომელსაც მოჰქონდა უკეთესი დროის მოსვლის იმედი, რომელსაც მე შევესწარი მატარებლის ფანჯრიდან ჩემთვის იმაზე უფრო მეტია ვიდრე უბრალო ლამაზი ლანდშაპტი და სასიამოვნო მგზავრობა. ამ ისტორიაში მე ვხედავ ქვეყანა საქართველოს. ამ ქვეყანამ გაუძლო ბევრ ზამთარს: შემოსევების საუკუნეებს, რუსეთისა და საბჭოთა კავშირის კონტროლს და იმ დროის სიბნელეს რომელიც უცებ დაატყდა თავს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც კორუფცია და გაურკვევლობა იყო საქართველოს მთავარი მახასიათებლები. მაგრამ დღევანდელი საქართველოს შემხედვარე, არ არის ნათელი, მოვიდა თუ არა გაზაფხული, მაგრამ ის ნამდვილად ნათელია რომ თუ ჯერ არ მოსულა, ძალიან მალე მოვა. ამ პლაცკარტით მგზავრობისას ხშირად გიწევს კონტაქტი საქართველოს ღარიბ მოსახლეობასთან, რომლებმაც რთული დრო გამოიარეს, რომლებიც იბრძვიან გადარჩენისთვის, ან რომლებსაც ეს ჯერ არ დაუწყიათ. დაინახავ ზამთრის შემადგენელ ნაწილებს მოხუც ქალში, რომელსაც გაღიზიანებული გამოხედვა აქვს, რომელიც მოდის საბჭოთა კავშირის დროიდან და შენ ხედავ გაზაფხულს ახალგაზრდა მგზავრებში, რომლებიც მიდიან თბილისში სამუშაოს საძებნელად, მოგზაურობენ თავიან უნივერსიტეტსა და სახლს შორის, ან მგზავრობენ სხვა მიზნებისთვის. შენ ესაუბრები ადამიანებს და არ გესმის სასოწარკვეთილება, მორჩილება ან აპათია; მაგრამ შენ გესმის ადამიანების, რომლებიც ზრუნავენ სამშობლოზე და მის მიმართულებაზე, და მათი პოლიტიკური განათლების მიუხედავად შენ გესმის იმ მომავლის იმედი, რომელიც არც ისე შორსაა. მთელი ამ ხნის განმავლობაში თქვენ შეგიძლიათ გაიხედოთ ფანჯრიდან და დაინახოთ ლამაზი, ხანდახან მაგიური და ხანდახან ჩახშობილი ხედი, რომელზეც დაფუძნებულია ყველა ეს იმედი.

ინგლისურად

Advertisements