შეხვედრა მინისტრ შაშკინთან

Posted on March 21, 2012 by

2


სტეისი კარმაიკლი

როგორც კი  სასტუმრო „მერიოტში“ შევედით, შვება მომგვარა  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის,  დიმიტრი შაშკინის ჩაცმულობამ: სვიტერი, ჯინსი და სამოგზაურო ფეხსაცმელი. იქიდან გამომდინარე, რომ გაფრთხილებულები ვიყავით, ჩაგვეცვა ოფიციალურად და არა სპორტულად, ვნერვიულობდი, მეგონა, შეხვედრა მეტად ფორმალური იქნებოდა. ძალზედ სასიამოვნო იყო მინისტრის გადაწყვეტილება, შეგვხვედროდა მცირე ჯგუფებს, ნაკლებ ფორმალურ გარემოში, უფრო მრავლისმომცველი საუბრისათვის განათლების სისტემის შესახებ. „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ პროგრამის მოხალისეები დაგვყვეს მცირე, 5-7 კაციან ჯგუფებად და 3 დღის მანძილზე, მინისტრი გვხვდებოდა სხვადასხვა ჯგუფს „მერიოტში“, დილის საუზმის დროს.

მინისტრი, თითქმის სრულყოფილი ინგლისურით გვიხსნიდა ინგლისური ენის შესწავლის აუცილებლობას საქართველოს განათლების სისტემის პროგრესისათვის. განათლების სისტემაში მუდმივი ცვლილებები და განვითარებაა. შეკითხვაზე, თუ რა არის უფრო პრიორიტეტული – განათლება თუ ინფრასტრუქტურა, შაშკინმა გვიპასუხა, რომ ინფრასტრუქტურა მეტად მნიშვნელოვანი საზრუნავია, რომელიც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და საქართველო ჯერ არ არის მზად ამხელა პროექტის წამოსაწყებად. პედაგოგების მოძიება კი ძალიან სწრაფად შეიძლება, ამიტომაც ვარ მე აქ ჩემს კოლეგებთან ერთად.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც შაშკინი შეეხო, იყო ქართველთა ტენდენცია, უკეთ მოუფრთხილდნენ კერძო საკუთრებას. მან მაგალითად მოიყვანა თბილისის ერთ-ერთი სკოლა, რომელიც დირექტორმა შეიძინა და ამჟამად  ყველაზე მოვლივ სკოლას წარმოადგენს მთელი საქართველოს მასშტაბით. სკოლას გააჩნია მოწესრიგებული წყალსადენი და საკანალიზაციო სისტემა, რაც სხვა სკოლებში პრობლემას წარმოადგენს. იგივე შეიძლება ითქვას კორპუსის ტიპის საცხოვრებელ სახლებზეც, რომლებიც ნაკლებ მოვლილია ერთიანი მფლობელის არარსებობის გამო. შენობებს არ ჰყავთ მფლობელები, თორემ ცალკეული ბინები კერძო პირების საკუთრებაშია და შესაბამისადაც არის მოვლილი.

იქიდან გამომდინარე, რომ მე ზუგდიდში პოლიციის თანამშრომლებს ვასწავლი, ჩემი გამოცდილება საქართველოს განათლების სისტემაში განსხვავდება ჩემი კოლეგა მოხალისეებისგან. მე წარმოდგენა მაქვს სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების შესახებ, თუმცა, პოლიციის შენობებში მსგავსი პრობლემა არ არსებობს. ყველა პოლიციის შენობა განახლდა და სასიამოვნო ატმოსფეროა შექმნილი სწავლებისათვის ასეთი მოდიფიკაციის შედეგად. რაც შეეხება ინგლისური ენის ცოდნის განვითარების დონეს პოლიციის დანაყოფებში, ჩემი თავდაპირველი შეხედულებები გაძლიერდა. თუ საქართველოს უნდა, გახდეს მსოფლიოში უფრო მეტად აღიარებული ქვეყანა და ტურისტებისთვის იყოს მიმზიდველი, პოლიციის თანამშრომლებმა უნდა იცოდნენ უცხოელებთან კომუნიკაცია. მეტიც, მე, როგორც გამოცდილმა მოგზაურმა, შემიძლია ვთქვა, თუ რამხელა იმედს წარმოადგენენ პოლიციის თანამშრომლები უცხო ქვეყანაში დაბნეული ტურისტებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ძნელია კომენტარის გაკეთება დღევანდელი განათლების სისტემის შესახებ პოლიციის შენობიდან, მე მაინც მაქვს წარმოდგენა საქართველოში განათლების შესახებ. შაშკინმა მოკლედ აღნიშნა, რომ საქართველოში მასწავლებელთა საშუალო ასაკი ბევრად მაღალია სასურველი ასაკისაგან. ჩემი თავდაპირველი შთაბეჭდილება იყო, რომ ახალგაზრდები მასწავლებლობაზე უარს ამბობენ დაბალი ხელფასების გამო. თუმცა, მოგვიანებით შევიტყვე, რომ პედაგოგთა კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული ხელფასის ოდენობა. მიზეზს მნიშვნელობა არ აქვს, ახალგაზრდა პედაგოგთა სიმცირეს სასკოლო სისტემა მონოტონურობამდე მიჰყავს. ქართულ სკოლებს შემოქმედებითობა აკლია. საქართველოში უცხოელი მოხალისეების ჩამოყვანით ინერგება ენის სწავლების ახალი მეთოდები, რადგან „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ პროგრამის მოხალისეებს მინიმუმ ერთი უცხო ენა მაინც აქვთ ნასწავლი.

ეს ქვეყანა მნიშვნელოვნად განვითარდება მომდევნო ათასწლეულში და განათლება პრიორიტეტი უნდა იყოს განვითარების გზაზე. ახალგაზრდებს მეტი ბიძგი სჭირდებათ,  ჩაერთონ განათლების სისტემაში ალტერნატიული სწავლების მეთოდების დასანერგად. ინფრასტრუქტურაც არ უნდა იყოს მივიწყებული იქიდან გამომდინარე, რომ სწავლა კომფორტულ გარემოში შეუფასებელი სიმდიდრეა.

მე მუდამ მივადევნებ თვალს საქართველოს განვითარებას მიუხედავად იმისა, რომ  ივნისში მივემგზავრები. ველი პროგრესს ყველა სფეროში, მაგრამ განათლება მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია. შაშკინი დიდი სიფრთხილით უდგება საქართველოს განათლების სისტემას და პატივს სცემს პროგრამას „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“.  ჩემთის დიდი პატივი იყო მასთან შეხვედრა და გულწრფელი დიალოგი. აღარ ვსაუბრობ სასტუმრო „მერიოტის“  არაჩვეულებრივ სამზარეულოზე.

ინგლისურად

Advertisements