გედები და ანბანი

Posted on March 29, 2012 by

1


ანდრეა ბოიერი

არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ხანია ასწავლი საქართველოში, მალევე მიხვდებოდი, რომ ერთ კლასში არიან მოსწავლეები, რომლებიც სხვადასხვა დონეზე ფლობენ ინგლისურ ენას.  28 მოსწავლისგან შემდგარ კლასში რვა ბავშვმა არ იცის ანბანი, თორმეტი საშუალო მოსწრებისაა, ხუთმა იცის როგორ მომესალმოს როდესაც საკლასო ოთახში შევდივარ და მხოლოდ სამი მოსწავლეა ისეთი, ვისაც  მომზადებული აქვს ყოველდღიური დავალება. (შესაძლოა ეს რიცხვები არ იყოს ზუსტი). ჩვეულებრივ, სწორედ ეს რვა სტუდენტი   უშლის  ხელს დანარჩენ კლასს; ანბანის ცოდნის გარეშე ამაზე წინ ვერ მიდიან.

გასულ კვირას, ადგილობრივი ინგლისური ენის მასწავლებელმა მეოთხე კლასში ერთ–ერთ განსაკუთრებით ცუდი ყოფა–ქცევის მოსწავლეს სთხოვა, ინგლისური ენის გაკვეთილზე  სხვა საგნის დავალება დაეწერა, რადგან ეს ბავშვი ინგლისურად ვერ კითხულობდა. ამ წარუმატებელი დღის შემდეგ მე შევეწინააღმდეგე მასწავლებელს და სხვა ალტერნატივა შევთავაზე. ვურჩიე, მთელი კლასისთვის ერთიანი, თუმცა მხოლოდ რამდენიმე მოსწავლისთვის გასაგები პროგრამით სწავლებით ნაცვლად,  გამოგვეყო  ანბანის არმცოდნე მოსწავლეები და ცალკე გვემეცადინებინა ისინი. არ ვიყავი დარწმუნებული როგორი რეაქცია ექნებოდა მასწავლებელს, თუმცა მან მხარი დამიჭირა და შემპირდა, რომ მონახავდა ადგილს, სადაც შევძლებდი ბავშვების მეცადინეობას. მეორე დღეს, საკმაოდ თავდაჯერებული დავჯექი მეორე სამასწავლებლოში შვიდ ცხრა წლის ბავშვთან ერთად და გავიარეთ  ანბანის პრიველი ცხრა ასო.

მიუხედავად მცირე პრობლემებისა, გაკვეთილი საკმაოდ კარგად წარიმართა. მოსწავლეების უმრავლესობა აღფრთოვანებული იყო იმით, რომ ბოლოსდაბოლოს რაღაც გაიგო ინგლისურში.  გაკვთილის შემდეგ შევხვდი მასწავლებელს, რომელმაც მკითხა, მქონდა თუ არა სურვილი იგივე გამეკეთებინა მეექვსე კლასშიც. მე დავთანხმდი და მისი შერჩეული  რვა მოსწავლე ჩემთან წავიყვანე. გაკვეთილი კვლავ ნორმალურად წარიმართა.  ჩვეულებრივ ჰიპერაქტიური და წესრიგის დამრღვევი მოსწავლეები ყურადღებით მისმენდნენ და იწერდნენ  შესწავლილ ასოებს.

უკვე ორი კვირაა ვატარებ მსგავს გაკვეთილებს და რამდენიმე უმნიშვნელო პრობლემას წავაწყდი, თუმცა, მთლიანობაში ეს ყველაფერი უაღრესად პოზიტიურია. თუ თქვენც მსგავს სიტუაციაში ხართ და ფიქრობთ ამ იდეის განხორციელებას (რომელსაც მე ვერ მივიწერ) მინდა რამდენიმე რჩევა მოგცეთ:

  • ადგილი: ჩვეულებრივ, სკოლაში ყოველთვის არის ერთი ცარიელი საკლასო ოთახი, რადგან ბავშვები კომპიუტერის ან სპორტის გაკვეთილზე არიან. ჩაინიშნეთ რომელ დღეს რომელი კლასია თავისუფალი და შეეცადეთ იქ ჩაატაროთ გაკვეთილები. იქ ჩვეულებრივ არის დაფა და ანთებული ღუმელი. თუ სხვა საშუალება არ იქნება, როგორც მაგალითად დღეს მოხდა, შეიკრიბეთ სკოლის დარაჯის ოთახში (რომლის არსებობის შესახებ მე არც კი ვიცოდი) მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ იქ დგას საწოლი, რაც სივრცის მხრივ მცირე პრობლემას შეგიქმნით.
  • სწავლების სტილი: საკუთარი გამოცდილების საფუძველზე შემიძლია ვთავა, რომ აქ, საქართველოში ძალიან მცირე ცოდნა არსებობს  სწავლების სხვადასხვა სტილის თუ  სწავლის შეზღუდული  შესაძლებლობების შესახებ. ვინაიდან მაქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობის გამოცდილება, ვიცი, რამდენად მნიშვნელოანია გაკვეთილის გეგმისა და სწავლების მეთოდის მორგება მოსწავლეებზე, რათა მათ უკეთ გაიგონ მასალა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს კლასში ანბანის არმცოდნე მოსწავლეების უმრავლესობას, უჭირს წაკითხვით და  დამახსოვრებით  სწავლა. როდესაც კლასის ასეთ განაყოფთან  ვმუშაობ, ვცდილობ განსხვავებული მეთოდები გამოვიყენო და ერთიდაიგივე მასალა სხვადასხვა ფორმით მივაწოდო.
  • ქცევა: საკლასო ოთახში ქართველი მასწავლებლის არყოფნის შემთხვევაში ბავშვების საქციელი ყოველგვარ საზღვრებს სცდება. მათი დაწყნარების მიზნით დავიწყე გაკვეთილის პროცესში სხვადასხვა თამაშების და აქტივობების ჩართვა. არც თუ ისე დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ კლასში მუშაობის ახალი პერსპექტივის იდეა დედაჩემმა მომაწოდა; ეს პრივილეგიაა. მოსწავლეები არ არიან ვალდებულები იყვნენ ამ გაკვეთილზე,  მათ ადვილად შეუძლიათ თავდაპირველ კლასში დაბრუნება. თუ მათ აქვთ სწავლის სურვილი, ეს მათ მოქმედებაში უნდა გამოიხატოს. თუ მათთვის არ არის მნიშვნელოვანი კლასში ყოფნა, მე მყავს სხვა მოსწავლეებიც, რომლებსაც მართლა უნდათ სწავლა, ბევრს მუშაობენ და უსამართლო იქნება, რომ სხვები მათ მუდმივად უშლიდნენ ხელს.
  • ენა: ვაცნობიერებ, რომ თუ ახალი ჩამოსული ხართ საქართველოში, ჯერ არ გექნებოდათ  ენის შესწავლის შესაძლებლობა და ადილობრივი მასწავლებლის გარეშე სწავლება თქვენთვის ძნელი იქნება. მე აქ სექტემბრიდან ვარ  და მიუხედავად იმისა, რომ ენას სრულყოფილად არ ვფლობ,  მაქვს საბაზისო სიტყვების მარაგი, რითაც შემიძლია გამოვხატო საკუთარი აზრი, ან როგორც მინიმუმ ჩემს მოსწავლეებამდე მივიტანო ის, რისი თქმაც მინდა.  შეიძლება ქართულად ვერ ვთქვა: „გაჩერდი, ნუ ურტყამ ბავშვს თავში წიგნს“, მაგრამ შემიძლია მტკიცედ ვთქვა  „გაჩერდი!“ უკიდურეს შემთხვევაში, ყოველთვის შეგიძლია აუხსნა რაღაც ადგილობრივ მასწავლებელს, რომელიც შემოვა გაკვეთილის დაწყებამდე და დაელაპარაკება მოსწავლეებს, ან სულაც დაფაზე დაწერს მითითებებს ქართულად, რომ ბავშვენმა შეძლონს მათი წაკითხვა.

მე ჯერ კიდევ სირთულეების დაძლევის პროცესში ვარ და კიდევ იქნება პრობლემები, რომლებიც გზადაგზა იჩენს თავს. მე ამ პროექტში ჩემი საბოლოო როლიც კი არ გადამიწყვეტია. მე ვასწავლი ბავშვებს ანბანის ცნობას და კითხვას, მაშინ, როდესაც მათი თანაკლასელები პატარა გედების და ამერიკელი პიონერების ცხოვრების შესახებ სწავლობენ. მართალია, სამ თვეში  ისინი ვერ დაეწევიან თანაკლასელებს, მაგრამ მე შემიძლია მათ, სულ მცირე, მყარი საფუძველი მაინც  მივცე.

ინგლისურად

Advertisements