Browsing Archives of Author »TLG Translator«

გედები და ანბანი

March 29, 2012

1

ანდრეა ბოიერი არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ხანია ასწავლი საქართველოში, მალევე მიხვდებოდი, რომ ერთ კლასში არიან მოსწავლეები, რომლებიც სხვადასხვა დონეზე ფლობენ ინგლისურ ენას.  28 მოსწავლისგან შემდგარ კლასში რვა ბავშვმა არ იცის ანბანი, თორმეტი საშუალო მოსწრებისაა, ხუთმა იცის როგორ მომესალმოს როდესაც საკლასო ოთახში შევდივარ და მხოლოდ სამი მოსწავლეა ისეთი, ვისაც  მომზადებული აქვს ყოველდღიური დავალება. (შესაძლოა ეს რიცხვები […]

შეხვედრა მინისტრ შაშკინთან

March 21, 2012

2

სტეისი კარმაიკლი როგორც კი  სასტუმრო „მერიოტში“ შევედით, შვება მომგვარა  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის,  დიმიტრი შაშკინის ჩაცმულობამ: სვიტერი, ჯინსი და სამოგზაურო ფეხსაცმელი. იქიდან გამომდინარე, რომ გაფრთხილებულები ვიყავით, ჩაგვეცვა ოფიციალურად და არა სპორტულად, ვნერვიულობდი, მეგონა, შეხვედრა მეტად ფორმალური იქნებოდა. ძალზედ სასიამოვნო იყო მინისტრის გადაწყვეტილება, შეგვხვედროდა მცირე ჯგუფებს, ნაკლებ ფორმალურ გარემოში, უფრო მრავლისმომცველი საუბრისათვის განათლების სისტემის შესახებ. „ასწავლე […]

წინ გადადგმული პატარა ნაბიჯები

March 15, 2012

1

კეიტლინ  სმიტი ხუთშაბათს საღამოს მშვიდად ვიჯექი საკლასო ოთახის ბოლოში, სახეზე ღიმილი დამთამაშებდა და ვუყურებდი როგორ ატარებდა მასწავლებელი საუკეთესო გაკვეთილს მათ შორის, რაც საქართველოში სწავლების  ორი კვირის მანძილზე ვნახე. ოცივე მოსწავლე წყნარად იჯდა, ბეჯითად მუშაობდა და ჩართული იყო გაკვეთილის პროცესში. მასწავლებელი შემთხვევით შერჩეულ მოსწავლეებს უსვამდა კითხვებს, ისევე, როგორც მე ვაკეთებდი იქამდე მის თვალწინ, თუმცა აქამდე არ […]

უბრალოდ ცეკვა

March 5, 2012

0

კას ლოური ხალხი მეკითხება, საიდან გავიგე საქართველოს შესახებ. ყველაზე ადვილი პასუხი დიალოგის გასაგრძელებლად ჩემი ქართველი ჯგუფელების ხსენებაა, თუმცა ეს სრული სიმართლე არაა. ჩემი საუკეთესო მეგობარი ქართველ ამხანაგებთან ერთად საქართველოში ჩავიდა. როდესაც დაბრუნდა, ემოციებს სიტყვებით ვერ გამოხატავდა და  ამ ახლადაღმოჩენილი მიწა-წყლის შესახებ მთრთოლვარე ხმითა და ჟესტიკულაციით გადმოგვცემდა. როგორც იქნა, მიხვდა, რომ მხოლოდ ემოციები და სიტყვები არ […]

მოძრავი მატარებლის ფანჯრიდან

March 1, 2012

0

ნათან ბურნი ერთ თბილ, ნათელ სექტემბრის დღეს, გამოვედი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიდან, ჩემი შეხედულება და სუნთქვა წააგავდა ადამიანისას, რომელიც ბოლო 3 დღის განმავლობაში დაეხეტებოდა ტყეში თავსხმა წვიმაში, გადადიოდა პატარა უბეებს, ჩახლეჩილხმიანი მსხვილი რქოსანი საქონლის მწყემსები მწყემსავენ თავიანთ ნახირს მთისწვერის მიმდებარე მდელოებზე და კიდევ უამრავი სპეციფიკური ლაშქრობა საქართველოში. მე გავიარე სოფელი მარელისი და გავემართე რკინიგზის სადგურისკენ, თუმცა […]

მუდმივი მეგობრობა

February 25, 2012

0

რალი ნაზი დიდი ხნის წვალების შემდეგ, ძლივს ჩამძინებოდა. ამასობაში კი,  ჩემს გვერდით მსხდომი ორი გოგონა გულიანად საუბრობდა და ხითხითებდა. უცებ  თვალებზე დამეფინა გაშლილი, პერუდან ჩამოტანილი ქუდი და ნიკაპი სქელმა წვერმა დამიფარა. ბორტგამცილებლის ხმაზე გამომეღვიძა, მან საჭმელი მომიტანა. გამოვფხიზლდი და  შევეცადე, გოგონებს გავსაუბრებოდი. ისინი  იცინოდნენ და ერთმანეთს ართობდნენ. მეც მათ მხარეს შევტრიალდი და თავი წარვუდგინე. აღმოჩნდა, […]

როგორც ოჯახის წევრი

February 24, 2012

0

ფილიპ კორნელისონი ერთ თვეზე მეტია საქართველოში ვარ. კარგად ვარ ინტეგრირებული ჩემს ოჯახთან(რომელიც მართლაც გასაოცარია). მყავს ორი მასპინელი ძმა, 14 და 17 წლის, მასპინძელი მშობლები და ბებია. უფროსი ძმა ინგლისურად კარგად საუბრობს. უმცროსს ესმის, თუმცა ძალიან მორცხვია და სწორედ ამიტომ ინგლისურად მაშინ ვსაუბრობთ, როცა მარტო ვართ.  უცნურია გყავდეს ძმები, როდესაც იზნრდებოდი ოჯახში, სადაც ქალბატონები დომინირებენ (ჩემს […]